ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე რამდენიმემ საათით ადრე შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და კომისიის თავჯდომარემ. შეიძლება ითქვას, რომ “თბილისი 2015”-ს უმაღლესი შეფასება მიეცა და ჩვენი დედაქალაქი ევროპელი დამკვირვებლების აზრით მზადაა, რომ ოლიმპიურ ფესტივალს უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს.
პატრიკ პიკი (ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი): “დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს სამუშაოები ჩაატარა. პირადად დავათვალიერე ყველაფერი, რაც ამ ფესტივალისთვის იქნა გაკეთებული, ძალიან კმაყოფილი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ შევმცდარვარ, როცა არჩევანი თბილისის სასარგებლოდ გავაკეთე. ქართულმა მხარემ დაკისრებულ ამოცანას თავი იდეალურად გაართვა, რაც ოლიმპიურ ფესტივალს სულ სხვა დონეზე აიყვანს.”
ვიქტორ სანჩესი (ევროპის ახალგაზრდულო ოლიმპიური ფესტივალის თავჯდომარე): “ოლიმპიური ფესტივალი და ოლიმპიური მოძრაობა სულ უფრო ვითარდება. ის მოდელი, რომელიც თბილისმა შემოგვთავაზა მომავლის სახელმძღვანელოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს უკვე შესანიშნავია.”
ალექსი ახვლედიანი (ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე): “მთელი წელიწადი ვარწმუნებდით ყველა ჩვენს გულშემატკივარს, ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს იქნებოდა იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული. ჩვენ მივიღეთ, რომ ეს არის შესანიშნავი, რასაც ვულოცავ მთელ საქართველოს. ჩვენი დავალება იყო ასეთი: მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოჩენილი ქართული კულტურა და ტრადიციები, მაგრამ პარალელურ რეჟიმში უნდა იყოს მიახლოებული თანამედროვეობასთან. მე ვფიქრობ, რომ ეს რეჟისორთა ჯგუფმა, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ შეძლო.”