ფეხბურთი

19:55 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შალკემ” “ვერდერიდან” დი სანტო დაიმატა

“შალკეს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “ვერდერის” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანკო დი სანტომ “ხუმარებთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბრენემელებმა ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო მიიღეს.

არგენტინისა და იტალიის ორმაგი მოქალაქეობის თავდამსხმელმა “ვერდერის” შემადგენლობაში ორი სეზონი გაატარა და 50 მატჩში 18 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 8.5 მილიონ ევროს შეადგენს.

0.068188