თბილისის “დინამოს” ფეხბურთელებმა გიორგი პაპუნაშვილი გააცილეს და სამახსოვროდ მაისური გადასცეს.
თბილისური გუნდის ფეხბურთელმა ჯაბა ჟიღაურმა საკუთარი “ფეისბუქის” გვერდის საშუალებით პაპუნაშვილისთვის მაისურის გადაცემის ფოტო გაავრცელა და ფეხბურთელს წარმატებები უსურვა.
ოფიციალურად გიორგის ბრემენის “ვერდერში” გადასვლა ჯერჯერობით დადასტურებული არაა. 24 ივლისს “საბურთალოსთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გიორგის მონაწილეობა არ მიუღია და დიდი ალბათობით პაპუნაშვილის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში ოფიციალურ სახეს მიიღებს.