საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ" 32 წლის ფეხბურთელი გიორგი ნერგაძე დაიმატა. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი იუწყება. ნერგაძემ "ტორპედოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გიორგი ნერგაძე ბოლო პერიოდში სამხრეთ აფრიკაში, "მოროკა სველოუზში" თამაშობდა, ხოლო ქუთაისური გუნდის რიგებში 2003-2005 წლებში ასპარეზობდა და 66 ჩატარებულ მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.