25 ივლისს, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. ბოლო პერიოდში ფიფას კორუფციულმა სკანდალმა რუსეთს ტურნირის მასპინძლობის უფლება არ ჩამოართვა და რიგით 21-ე მუნდიალი ჩვენ მეზობლად გაიმართება.
ფიფა ჩემპიონატის 31 საგზურს კონტინენტების მიხედვით შემდეგნაირად გადაანაწილებს:
ევროპა – 13 ადგილი
აფრიკა – 5
სამხრეთ ამერიკა – 4.5
აზია – 4.5
ჩრდილო და ცენტრალური ამერიკა – 3.5
ოკეანეთი – 0.5
ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო ევროპის კონტინენტის კენჭსიყრა იქნება. საქართველოს როგორც უკვე ვიცით, ფიფას რეიტინგში 153-ე ადგილზეა და “ჯვაროსნები” ბოლო მეექვსე კალათაში გამწესდნენ. საქართველოს ნაკრებთან ერთად ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ქვეყნები მოხვდნენ. გთავაზობთ სრულ ვერსიას ევროპის კონტინენტის კალათების შესახებ.
პირველი კალათა: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, ინგლისი, ესპანეთი, ხორვატია, რუმინეთი, უელსი.
მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია.
მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი.
მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერები, ჩერნოგორია, ესტონეთი.
მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელარუსი, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა.
მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.
2018 წლის მუნდიალზე პირდაპირი წესით მხოლოდ მასპინძელი რუსეთის ნაკრები დაიშვება. აგრეთვე, წილისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გიბრალტარი, რომელიც ფიფაში მიღებული არაა.