კალათბურთი

23:51 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიმონი მილანელებისთვის გაირჯება

ხორვატიის საკალათბურთო ნაკრების 30 წლის მცველი კრუნოსლავ სიმონი კარიერას იტალიურ “ემპორიო არმანიში” გააგრძელებს.

სიმონი 2013 წლიდან მოყოლებული ყუბანის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა, ამ ზაფხულს კი თავისუფალი აგენტი გახდა და მილანელთა წინადადება მიიღო.

საინტერესოა, “ემპორიო არმანიში” კრუნოსლავის მწვრთნელი იასმინ რეპეშა იქნება, რომელსაც ახალწვეულთან ერთად ესპანურ “უნიკახასა” და ხორვატიის ნაკრებში უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა, ამდენად, სიმონთან დაპირისპირება ქართველ კალათბურთელებსაც მოუწევთ.

0.104861