“ზუგდიდი”, რომელსაც ბესიკ შეროზია წვრთნის, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სეზონის დაწყებამდე დასკვნით შეკრებას თურქეთის ქალაქ ავანოსში გაივლის.
ზუგდიდელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები გაემგზავრნენ:
მეკარეები: მამალაძე, ჯომიდავა
მცველები: მაჩაიძე, ელიავა, ნარმანია, თიბილაშვილი, ჩანადირი, ჯავაშვილი, ქანთარია, გავაშელიშვილი.
ნახევარმცველები: ნ.ქირია, ტყემალაძე, ფარჯიკია, გ.სამუშია, დ.კუტალია, წურწუმია, წყაროზია, ფიფია, ს.მალანია, ც.სამუშია, ჟვანია.
თავდამსხმელები: კვარაცხელია, ბულია, ჩანგელია, თუთბერიძე.
“ზუგდიდს” მცველი გიორგი გავაშელიშვილი დაემატა, რომელიც გასულ სეზონში ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა.
შეროზიას შეგირდები თურქეთში 3 აგვისტომდე დარჩებიან.