მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა. 55 წლის სპეციალისტის თქმით რამოსი “სამეფო კლუბს” არ დატოვებს.
“დიდ პატივს ვცემ ლუის ვან გაალს, თუმცა რამოსი “რეალში” დარჩება. სერხიო გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, იგი გუნდის კაპიტანია და მსურს კვლავ “რეალისთვის” ითამაშოს”, – აღნიშნა ბენიტესმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია რამოსის “მანჩესტერში” გადასვლის თაობაზე.
29 წლის ფეხბურთელი “სევილიას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 2005 წლიდან კი მადრიდის “რეალისთვის” თამაშობს.