ფეხბურთი

20:42 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი "ფიორენტინას" ფეხბურთელია

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი მარიო სუარესი კარიერას ფლორენციის "ფიორენტინაში" გააგრძელებს. ამის შესახებ მადრიდული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 28 წლის ნახევარმცველი იტალიაში სტეფან სავიჩის ტრანსფერის სანაცვლოდ გადაბარგდა. გარდა ამისა, "ფიორენტინამ" 10 მილიონი ევროც მიიღო.

მარიო სუარესი "ატლეტიკოს" სკოლის აღზრდილია, რომლის რიგებშიც 1999-2005 წლებსი თამაშობდა, შემდგომ კი დებიუტი მთავარ გუნდშიც ჰქონდა. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა.

0.123635