საფრანგეთის ჩემპიონმა "პარი სენ ჟერმენმა" ამხანაგურ მატჩში ფლორენციის "ფიორენტინა"4:2 დაამრცხა. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ პარიზელთა შვედმა ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თამაში შეაფასა და თავის მომავალზეც გააკეთა მცირე კომენტარი:
"მოვიგეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური თამაში იყო. გახარებულები ვართ, ფიზიკურად კარგად გამოვიყურებოდით და ჩემპიონატისთვის მზადებას განვაგრძობთ.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, იგი ჩემი აგენტის, მინო რაიოლას ხელშია", - უთხრა ზლატანმა "სქაი სპორტს".
ზემო აღნიშნულ მატჩში იბრაჰიმოვიჩმა ერთი გოლის გატანა შეძლო.