ფეხბურთი

15:22 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუნაიტედმა" მეკარე დაიმატა

არგენტინის ნაკრებისა და გენუის "სამპდორიას" აწ უკვე ყოფილი მეკარე სერხიო რომერო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. ამის შესახებ "გაძეტა დელო სპორტი" წერს. გამოცემის ცნობით, რომეროს აგენტი მინო რაიოლა და ინგლისური გრანდი უკვე შეთანხმდნენ. რომერო "იუნაიტედში" მომდევნო სამი სეზონი ითამაშებს და სეზონში ანაზღაურების სახით 1.8 მილიონ ევროს მიიღებს. იგი "მანიუს" თავისუფალი აგენტი სტატუსით შეუერთდა.

29 წლის სერხიო რომერო "სამპდორიაში" გასულ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა. მანამდე იგი ფრანგული "მონაკოსა" და ჰოლანდიური "ალკმაარის" კარს იცავდა. არგენტინის ნაკრებში კი აქამდე 64-ჯერ უთამაშია.

0.112824