კალათბურთი

1:23 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

დღეს, გამთენიისას, საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე (ბ დივიზიონი) სათამაშოდ გაემგზავრება.

ტურნირს ავსტრიის ქალაქი ობერვარტი 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანის ხელმძღვანელობით ნაკრებმა საფუძვლიანი შეკრება გაიარა და 23 კანდიდატიდან საბოლოოდ 12 შეირჩა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები:

დავით აფხაზავა, უკანახაზელი, გორის „დილა“

ლევან გოგალაძე, უკანახაზელი, ფრანჩავილა, იტალია

ლუკა ბულაშვილი, ფორვარდი, CBA, ესპანეთი

დავით ლომიძე, ფორვარდი, არენა (ა ლიგა)

ლევან ბაბილოძე, ფორვარდი, მონფერატო, იტალია

გიგი გოგობერიშვილი, ფორვარდი, რუსთავი

ნიკა დარბაიძე, ფორვარდი, აკადემია

გიორგი ცირეკიძე, ფორვარდი, რიმინი, იტალია

ლუკა გიორგაძე, ფორვარდი, აკადემია

ლადო ფურცხვანიძე, ცენტრი, ქუთაისი

ვილი ისიანი, ცენტრი, გრან კანარია, ესპანეთი

გიორგი თვალაბეიშვილი, ცენტრი, სევილია, ესპანეთი

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კალენდარი. მითითებულია თბილისის დრო

  • 23 ივლისი შვედეთი – საქართველო 17:45
  • 24 ივლისი საქართველო – შოტლანდია 20:00
  • 25 ივლისი სლოვაკეთი – საქართველო 17:45
  • 26 ივლისი საქართველო – რუმინეთი 17:45
  • 27 ივლისი საქართველო – პორტუგალია 20:00

www.gbf.ge

0.113317