იტალიის სერია A-ს ბინადარმა "ნაპოლიმ" "უდინეზეს" 24 წლის ნახევარცმველი ალანი შეიძინა. ამის შესახებ ნეაპოლური გუნდის ვებგვერდი იუწყება. ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ნაპოლიმ" 12 მილიონი ევრო, მიგელ ბრიტოსი და დუვან ძაპატა (იჯარა) გაიღო.
ალანი "უდინეზეში" 2012-2015 წლებში თამაშობდა, ხოლო მანამდე "ვასკო და გამას" რიგებში ირჯებოდა (2009-2012). ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრებში კი მას 5 შეხვედრა აქვს გამართული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დუვან ძაპატა მომწონს, როცა ათამაშეს ხშირად გაჰქონდა და უდინეზეში კაკრას აქვს უფრო მოხოდვის შანსი
გამოადგება ნაპოლის კაი ფეხბურთელია.ამოწურა თავისი თავი უკვე უდინეში და დრო იყო უფრო ძლიერ გუნდში გადასვლის.