კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი მცველი ადრიანო იტალიურ "რომაში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ამის შესახებ კატალონური გამოცემა "მუნდო დეპორტივო" იუწყება. ამავე წყაროს ცნობით, კლუბები უკვე შეთანხმდნენ ტრანფერზე და იგი უახლოს ხანებში ოფიციალურად დადასტურდება. "რომა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს გაიღებს.
30 წლის ადრიანო "ბარსელონაში" 2010 წელს "სევილიადან" გადავიდა. გასულ სეზონში კი ესპანურ ლა ლიგაში 16 მატჩი ითამაშა.