ფეხბურთი

15:02 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლმა” მიტროვიჩი ოფიციალურად წარადგინა

ინგლისის “ნიუკასლმა” ბელგიის “ანდერლეხტიდან” ფორვარდ ალექსანდრ მიტროვიჩის შეძენა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა.

“ნიუკასლმა” 20 წლის ფეხბურთელში 13 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. სერბმა ინგლისელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ძვირადღირებულებს შორის მეოთხეა.

მიტროვიჩი “ანდერლეხტში” 2013-2015 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 90 მატჩში 44 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144004