ფეხბურთი

23:27 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპე ლუისი "კალდერონზე" დაბრუნდა

ბრაზილიის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ფილიპე ლუისი მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნდა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა "მარკა" წერს. ამავე წყაროს ცნობით, 29 წლის მცველის სანაცვლოდ "როხიბლანკომ" 16 მილიონი ევრო გაიღო.

ლუისი "ატლეტიკოდან" "ჩელსიში" ერთი წლის წინ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა "სტემფროდ ბრიჯზე" დამკვიდრება ვერ შეძლო და ისევ დიეგო სიმეონეს გუნდს დაუბრუნდა. გასულ სეზონში მან პრემიერლიგაში მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.111648