კალათბურთი

23:15 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოლ ჯორჯი: “ჩემი მიზანია MVP გავხდე”

“ინდიანა პეისერსის” ლიდერმა პოლ ჯორჯმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ სეზონში მვპ-ის ტიტულის მოპოვებას აპირებს.

“მას შემდეგ, რაც დრაფტზე ამირჩიეს, ჩემი მიზანი იყო სასტარტო 5-ეულში ადგილი დამემკვიდრებინა, რაც მოვახერხე კიდეც, შემდეგ “ოლ სტარზე” ვითამაშე. ახლა კი ჩემი მიზანია მვპ გავხდე”- განაცხადა პოლ ჯორჯმა.

განვლილ სეზონში პოლ ჯორჯმა ტრავმის გამო მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8.8 ქულას და 3.7 მოხსნას აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120972