კალათბურთი

15:36 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” რუსი პაველ გოოგე გაწვრთნის

თბილისურ “ვითას”, რომელიც მომავალ სეზონში ვთბ-ლიგაში ითამაშებს, რუსი სპეციალისტი პაველ გოოგე გაწვრთნის. აღნიშნულის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდს კლუბის პრეზიდენტმა თემურ დათიკაშვილმა განუცხადა.

ქართველ გულშემატკივრებს პეტერბურგელი მწვრთნელი ბათუმის “ბასკოდან” უნდა ახსოვდეთ, სადაც ის 2000-2001 წლებში მუშაობდა. გარდა ამისა, გოოგე ეკატერინბურგის “სკა-ურალს”, პერმის “ურალ-გრეიტს”, სარატოვის “ავტოდორს” და სამარის ცსკ-ვვს-ს წვრთნიდა, მანტიგორსკის “მეტალურგში” მწვრთნელ-კონსულტანტის რანგში იყო, ხოლო მოსკოვის ცსკა-ში სახელოვანი დუშან ივკოვიჩის თანაშემწე გახლდათ.

პაველს სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია: გასული საუკუნის მიწურულს მან რუსეთის 22-წლამდელთა გუნდის ევროპის ჩემპიონატზე ათამაშა. სხვა საქმეა, რომ დაახლოებით 10 წელია, გოოგეს სერიოზულ დონეზე სამუშაო პრაქტიკა არ ჰქონია, ეს კი, პლიუსად ნამდვილად ვერ ჩაეთვლება.

შეგახსენებთ, რომ “ვითას” ტურნირზე დაშვების საკითხი ვთბ-ლიგის საბჭოს გუშინდელ სხდომაზე გადაწყდა. კლუბს სერიოზული მიზნები აქვს და შეჯიბრისთვის, რომელიც სტარტს ოქტომბერში აიღებს, ძლიერი ქართველი კალათბურთელების და 6 ლეგიონერის დამატებას აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.140292