კალათბურთი

14:49 | 19.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითა” ვთბ-ლიგაში ითამაშებს!

თბილისის “ვითა” ვთბ-ლიგაში ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ერთსულოვნად იქნა მიღებული.

ქართული კლუბი პრესტიჟულ ტურნირში რუსულ “კრასნიე კრილიას” ჩაანაცვლებს, დანარჩენ მონაწილეთა ჩამონათვალი კი ამგვარია: ცსკა, “ლოკომოტივ-ყუბანი”, “ნიჟნი ნოვგოროდი”, “უნიკსი”, “ხიმკი”, “ზენიტი”, “ავტოდორი”, “ენისეი”, “კრასნი ოკტიაბრი” (ყველა – რუსეთი), “ასტანა” (ყაზახეთი), “ბაიზონსი” (ფინეთი), “ნიმბურკი” (ჩეხეთი), ვეფ (ლატვია), “კალევი” (ესტონეთი) და “ცმოკი-მინსკი” (ბელარუსი).

ტურნირის ფორმატი უცვლელია: მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გაისად აპრილამდე 16 გუნდი ორ წრედ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ვითას” მაღალ დონეზე მინიმუმ 30 მატჩის ჩატარება მოუწევს. რეგულარული ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში ჩაერთვება, რომელიც 2016 წლის მაის-ივნისში გაიმართება.

ვთბ-ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, “ვითას” პრეზიდენტი თემურ დათიკაშვილია, გენერალური მენეჯერი – ლევან მიქელაძე, ვიცე-პრეზიდენტები კი – კახა შენგელია და გიორგი მარკოიშვილი. 1992 წელს დაარსებული თბილისური კლუბი საშინაო მატჩებს სპორტის სასახლეში ჩაატარებს.

0.116135