ფეხბურთი

18:05 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიტროვიჩი "ნიუკასლში" ითამაშებს

სერბეთის ნაკრებისა და ბრიუსელის "ანდერლეხტის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრ მიტროვიჩი კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ "ნიუკასლ იუნაიტედში" გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა "სქაი სპორტი" იუწყება. 20 წლის ფორვარდის ტრანსფერი "კაჭკაჭებს" 13 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ.

მიტროვიჩის მიმართ ინტერესს იტალიურ "რომასთან" ერთად პორტუგალიური გუნდები, "ბენფიკა" და "პორტუც" იჩენდნენ.

გასულ სეზონში ახალგაზრდა თავდამსხმელმა ბელგიის იუპერ ლიგაში ჩატარებულ 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118239