ფეხბურთი

19:09 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვის რამდენს უხდიან MLS-ში...

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთი პოპულარობით ჯერჯერობით ბეისბოლს, ამერიკულ ფეხბურთსა თუ კალათბურთს ვერ სჯაბნის, მაგრამ დღითიდღე რომ ვითარდება, ფაქტია. აშშ-ს მთავარ საფეხბურთო ლიგაში, MLS-ში ევროპიდან ცნობილი ფეხბურთელების ჩასვლა და იქ თამაში უკვე აღარავის აკვირვებს. თავის დროზე იქ დევიდ ბექჰემსაც უთამაშია.

თუმცა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას MLS-ში ისეთი ფეხბურთელები გადაბარგდნენ, როგორებიც ანდრეა პირლო, ფრენკ ლამპარდი და სტივენ ჯერარდი არიან. მათ კი იქ რობი კინი, სებასტიან ჯოვინკო, რიკარდო კაკა და სხვები დახვდნენ.

MLS-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა მათი ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომელსაც ბრაზილიელი კაკა ლიდერობს. სწორედ ექს მილანელი იღებს ამერიკაში ყველაზე დიდ გასამრჯელოს. მას კვალში იტალიელი სებასტიან ჯოვინკო უდგას, რომელიც მცირედით ჩამორჩება, ხოლო სამეულს აშშ-ს ნაკრების კაპიტანი მაიკლ ბრედლი ასრულებს.

ქვემოთ კი შეგეძლებათ ამოკითხოთ MLS-ის 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის გვარი:

1. კაკა ("ორლანდო სიტი") - 7.16 მილიონი დოლარი

2. სებასტიან ჯოვინკო ("ტორონტო") - 7.11 მილიონი დოლარი

3. მაიკლ ბრედლი ("ტორონტო") - 6.5 მილიონი დოლარი

4. სტივენ ჯერარდი ("ლოს ანჯელეს გალაქსი") - 6.33 მილიონი დოლარი

5. ფრენკ ლამპარდი ("ნიუ-იორკ სიტი") - 6 მილიონი დოლარი

6. დავიდ ვილა ("ნიუ-იორკ სიტი") - 5.61 მილიონი დოლარი

7. ჟოზი ალტიდორე ("ტორონტო") - 4.75 მილიონი დოლარი

8. კლინტ დემპსი ("სიეტლ სანდერსი") - 4.6 მილიონი დოლარი

9. რობი კინი ("ლოს ანჯელეს გალაქსი") - 4.5 მილიონი დოლარი

10. ჯოვანი დოს სანტოსი ("ლოს ანჯელეს გალაქსი") - 4.1 მილიონი დოლარი

11. ჯერმეინ ჯონსი ("ნიუ ინგლენდი") - 3.05 მილიონი დოლარი

12. ობაფემი მარტინსი ("სიეტლ სანდერსი") - 3 მილიონი დოლარი

13. ანდრეა პირლო ("ნიუ-იორკ სიტი") - 2.31 მილიონი დოლარი

14. შონ მელოუნი ("ჩიკაგო ფაირი") - 1.58 მილიონი დოლარი

15. ომარ გონსალესი ("ლოს ანჯელეს გალაქსი") - 1.45 მილიონი დოლარი

16. პედრო მორალესი ("ვანკუვერი") - 1.41 მილიონი დოლარი

17. ჟილბერტო ("ტორონტო") - 1.2 მილიონი დოლარი

18. ფედერიკო იგუაინი ("კოლამბუსი") - 1.17 მილიონი დოლარი

19. კევინ დოილი ("კოლორადო") - 1.17 მილიონი დოლარი

20. ინოკენტ ემეგარა ("სან ხოსე") - 1.04 მილიონი დოლარი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175327