ფეხბურთი

16:30 | 17.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები ცნობილია

ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გამართა. გორის “დილას” სავარაუდო მეტოქეზე უკვე მოგახსენეთ. თუ შიდაქართლელები “პარტიზანის” ბარიერს დაძლევენ, მაშინ “ტრენჩინსა” და “სტიაუას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

სხვა წყვილებს რაც შეეხება, კენჭისყრა ორნაირად წარიმართა. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრილი გუნდები ქვეყნის ჩემპიონის სტატუსით ცალკე დაწყვილდნენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზური მფლობელები – ცალკე.

ქვეყნის ჩემპიონებისგან შემდგარი წყვილები:

“სარაევო” (ბოსნია) / “ლეხი” (პოლონეთი) – “ბაზელი” (შვეიცარია)

“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი) / “მილსამი” (მოლდოვა) – “შკენდერბიუ” (ალბანეთი) / “კრუსადერსი” (ჩრდ. ირლანდია)

ჰიკი (ფინეთი) / “ვენტსპილსი” (ლატვია) – “მარიბორი” (სლოვენია) / “ასტანა” (ყაზახეთი)

“სელტიკი” (შოტლანდია) / “სტიარნანი” (ისლანდია) – “ყარაბაღი” (აზერბაიჯანი) / “რუდარი” (ჩერნოგორია)

“ტრენჩინი” (სლოვაკეთი) / “სტიაუა” (რუმინეთი) – “პარტიზანი” / “დილა”

“მიდტიულანდი” (დანია) / “ლინკოლნი” (გიბრალტარი) – “აპოელი” (კვიპროსი) / “ვარდარი” (მაკედონია)

“ჰიბერნიანსი” (მალტა) / “მაკაბი თელ-ავივი” (ისრაელი) – “პლზენი” (ჩეხეთი)

ზაგრების “დინამო” (ხორვატია) / “ფოლა” (ლუქსემბურგი) – “მიოლდე” (ნორვეგია) / “პიუნიკი” (სომხეთი)

“ნიუ სენტსი” (უელსი) / “ვიდეოტონი” (უნგრეთი) – “ბატე” (ბელარუსი) / “დუნდალკი” (ირლანდია)

“ზალცბურგი” (ავსტრია) – “მალმიო” (შვედეთი) / “ჟალგირისი” (ლიტვა)

ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელებისგან შემდგარი წყვილები:

“პანათინაიკოსი” (საბერძნეთი) – “ბრიუგე” (ბელგია)

“იანგ ბოიზი” (შვეიცარია) – “მონაკო” (საფრანგეთი)

ცსკა (რუსეთი) – “სპარტა” (ჩეხეთი)

“რაპიდი” (ავსტრია) – “აიაქსი” (ჰოლანდია)

“ფენერბაჰჩე” (თურქეთი) – “შახტარი” (უკრაინა)

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში აღნიშნულ წყვილებს შორის გამარჯვებულებს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ვალენსია”, “ლევერკუზენი”, “სპორტინგი” და “ლაციო” დაემატებიან.

0.121566