Sky Sport-ის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსიმ” “ევერტონს” 21 წლის მცველის ჯონ სტოუნსის სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა, თუმცა “კამფეტებმა” ტრანსფერის განხორციელებაზე უარი განაცხადეს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა გასული სეზონში “ევერტონის” მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. სტოუნის სატრანსფერო ღირებულება 2014/15 სათამაშო წლებში 7-დან 13 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ფეხბურთელს ლივერპულელებთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს.