უეფამ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გამართა. იმ შემთხვევაში თუ გორის “დილა” სერბული “პარტიზანის” დამარცხებას შეეცდება და შემდეგ ეტაპზე გავა, საქართველოს ჩემპიონი სლოვაკურ “ტრენჩინსა” და რუმინულ “სტიაუას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ჩემპიონტა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი “დილამ” სტუმრად ბელგრადში ანგარიშით 0:1 წააგო, განმეორებითი შეხვედრა 21 ივლისს “თენგიზ ბურჯანაძეზე” გაიმართება. “ტრენჩინმა” შინ “სტიაუასთან” 0:2 დათმო და დიდი ალბათობით შემდეგ ეტაპზე რუმინული გუნდი იასპარეზებს.