ფეხბურთი

20:42 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰით “რომაც” დაინტერესდა

ლონდონის “ჩელსის” ეგვიპტელ ნახევარმცველ მოჰამედ სალაჰს, რომელიც გუნდს შეკრებაზე არ გაყვა, კარიერის გაგრძელების კიდევ ერთი ვარიანტი გამოუჩნდა.

Football Italia-ს ცნობით, იტალიური “რომას” წარმომადგენლები “ჩელსის” ხელმძღვანელობას უახლოეს საათებში შეხვდებიან, რათა ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილონ.

23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი “ფიორენტინაში” განათხოვრების წესით გაატარა, მერე ის ინგლისის ჩემპიონში დაბრუნდა, მაგრამ ჟოზე მოურინიომ მისი ამერიკულ შეკრებაზე წაყვანა არ ისურვა და ამით კლუბის გამოცვლისკენ უბიძგა.

წყაროს ინფორმაციით, “რომას” სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი ლონდონში ჩავიდა და “ჩელსის” წარმომადგენლებთან, თავად ფეხბურთელთან და მის აგენტთან შეხვედრას დღეს საღამოს აპირებს. მოჰამედ სალაჰის შეძენით “ფიორენტინა” და მილანის “ინტერიც” არიან დაინტერესებული.

0.111989