ფეხბურთი

16:26 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პედრო “ბარსელონას” ამერიკულ შეკრებაზე გაჰყვება

როგორც Mundo Deportivo იუწყება “ბარსელონას” ფეხბურთელი პედრო კატალონიურ კლუბს ამერიკულ შეკრებაზე გაჰყვება.

გავრცელებული ინფორმაციით, პედროს შეძენა ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს “არსენალს”, “ლივერპულსა” და “ჩელსის” სურდათ.

კატალონიური Sports-ის ვერსიით, პედროს მომავალს “ბარსელონას” ახალი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

27 წლის ფლანგელი “ბარსელონაში” 2008 წლიდან თამაშობს. კლუბში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა.

თეგებიპედრო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115612