ფეხბურთი

12:22 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერის ნაცვლად ვიდალი

ტურინის "იუვენტუსისა" და ჩილეს ნაკრების ფეხბურთელი არტურო ვიდალი მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. გამოცემა "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, გერმანელებს ვიდალი "მანჩესტერ იუნაიტედში" გასხვისებული ბასტიან შვაინშტაიგერის შემცვლელად ესახებათ. "ბაიერნი" მზადაა ვიდალის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღოს, ხოლო თავად ჩილელ ნახევარმცველს სეზონში ანაზღაურების სახით 6.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

არტურო ვიდალი "იუვენტუსში" 2011 წელს "ლევერკუზენიდან" გადავიდა და მას შემდგომ ტურინული გრანდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. გასულ სეზონში ვიდალმა სკუდეტო, იტალიის თასი და კოპა ამერიკა მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ფინალში დამარცხდა.

0.120204