ფეხბურთი

21:00 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” ამხანაგურ მატჩში “ზუგდიდი” დაამარცხა

როგორც სოციალურ ქსელში ფოთის “კოლხეთის” ოფიციალური გვერდი იუწყება “კოლხეთმა” ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა “ზუგდიდი”.

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში 24-ე წუთზე გოჩა კვარაცხელიამ გახსნა. პირველ ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

68-ე წუთზე სიჭინავამ ორამდე გაზარდა სხვაობა, მე-80 წუთზე კი ტუღუშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ “კოლხეთმა” ამხანაგური მატჩი ასევე გამართა ოზურგეთის “მერცხალის” წინააღმდეგ. ურეკში ფოთელებმა 6:4 დაამარცხეს გურულები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113646