სხვა

0:39 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტაეკვონდოელების ბრინჯაოს მედალი კადეტთა ევროპის ჩემპიონატიდან

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ტაეკვონდოში კადეტებს შორის, სადაც 38 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა.

ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 5 სპორტსმენის შემადგენლობით იასპარეზე, რომელთაგან ზურაბ კინწურაშვილმა (მწვრთნელი აკაკი ცენტერაძე) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

კინწურაშვილმა პირველი ორთაბრძოლა კვიპროსელ სპორტსმენს მოუგო ანგარიშით 17:1, მეორე ორთაბრძოლაში თურქეთის ნაკრები წევრს სძლია 20:13, ხოლო მესამე ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ სპორტსმენთან 5:10 დათმო.

აღსანიშნავია, რომ ზურა კინწურაშვილი აგვისტოში კორეაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114417