ფეხბურთი

11:55 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

რანიერიმ “ლესტერი” სამი წლით ჩაიბარა

“ლესტერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლაუდიო რანიერიმ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 11 წლიანი შესვენების შემდეგ იტალიელი სპეციალისტი კვლავ ინგლისს დაუბრუნდა. 2000-04 წლებში რანიერი ლონდონის “ჩელსის” წვრთნიდა.

კლაუდიოს ბოლო სამუშაო ადგილი საბერძნეთის ეროვნული ნაკრები იყო. იტალიელი გუნდის მწვრთნელად 2014 წლის მუნდიალის შემდეგ დაინიშნა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერებთან განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ იტალიელი 15 ნოემბერს დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

0.119162