ფეხბურთი

17:34 | 13.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდმა” ელიავა დაიმატა და ჯავაშვილი დაიბრუნა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბმა “ზუგდიდმა” მცველები ზაალ ელიავა და ოთარ ჯავაშვილი დაიმატა. ამის შესახებ ზუგდიდელთა პრესსამსახური იუწყება.

გასული სეზონის პირველი ნახევარი 30 წლის ელიავამ პირველი ლიგის “სასკოში” გაატარა, ხოლო შემდეგ ჩხოროწყუს “სამეგრელოში” თამაშობდა.

21 ჯავაშვილმა წინა სეზონი “ზუგდიდში” დაიწყო და შემდეგ პოლონეთის პირველი ლიგის გდინიას “არკას” მიაშურა, სადაც პირველ გუნდში ოფიციალური თამაში არ მოუწია.

მოსამზადებელ პერიოდში “ზუგდიდი” მეორე ამხანაგურ მატჩს 14 ივლისს ფოთში ადგილობრივ “კოლხეთთან” ჩაატარებს.

0.133235