როგორც Tabula იუწყება უეფას სუპერთასის ბილეთების რიგში მყოფთაგან ორი პირი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. იქამდე კი კრუნჩხვის დიაგნოზით კიდევ ერთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვა დღეს დილის 09:00 საათიდან დაიწყო, თუმცა ბილეთების გაყიდვა სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობს. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სალაროები ბილეთების ამოწურვამდე იმუშავებენ.