ფეხბურთი

15:50 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე “შახტარში” ადგილის დამკვიდრებას შეეცდება

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე “ლოკომოტივის” ყოფილი შემტევი გიორგი არაბიძე დონეცკის “შახტარში” ჩაირიცხა და უკრაინულ გრანდთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც “მსოფლიო სპორტს” თავად არაბიძემ განუცხადა, იგი “შახტართან” ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა და პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. გიორგიმ ლუჩესკუსთანაც ისაუბრა და აქვს იმედი, რომ ძირითად გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს.

“23 ივნისიდან 3 ივლისამდე “შახტართან” ერთად შეკრებაზე ავსტრიაში ვიყავი. შემდეგ ვიზას ვადა ამოეწურა და უკრაინაში მომიწია ჩამოსვლა, სადაც დუბლებში ვივარჯიშე. გუნდი ორი დღის წინ დაბრუნდა უკრაინაში, რამდენიმე დღეში კი მეც მთავარ გუნდს შევუერთდები და ვარჯიშს დავიწყებ. იმედი მაქვს პირველ გუნდში ადგილს დავიმკვიდრებ. “შახტარში” ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. მირჩა ლუჩესკუსაც ვესაუბრე და მან რჩევები მომცა.” – განაცხადა არაბიძემ.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი დონეცკელთა 19-წლამდელთა გუნდშიც ითამაშებს, უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობასაც მიიღებს და შესაძლოა გიორგი “შახტარის” მთავარი გუნდის მაისურითაც ვიხილოთ.

0.132462