ფეხბურთი

20:28 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელფი “ასტონ ვილას” არ დატოვებს

როგორც “ასტონ ვილას” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს, ფაბიან დელფი კლუბში რჩება.

“ბოლო დროს ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით არაერთი ცნობა გავრცელდა. ჩემი სურვილია დავრჩე კლუბში, მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას” – განაცხადა ინგლისელმა.

დელფის შეძენის სურვილი “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “არსენალსა” და სხვა კლუბებს ჰქონდათ, საბოლოოდ კი 25 წლის ნახევარმცველი შერვუდის გუნდში რჩება.

“ასტონ ვილას” კაპიტანის დებიუტი ინგლისის ეროვნული ნაკრებში 2014 წელს შედგა. მას ასევე უთამაშია ინგლისის 19 და 21 წლამდე ნაკრებებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112126