ელგუჯა გრიგალაშვილი კვიპროსზე დარჩა და კარიერას პირველ დივიზიონში (უმაღლესი ლიგა) წელს დაბრუნებულ საფეხბურთო კლუბ “პაფოსში” გააგრძელებს.
ინტერნეტპორტალ shootandgoal.com-ის ინფორმაციით, “პაფოსმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად კლუბი 25 წლის ქართველ ნახევარმცველს შეუთანხმდა. გრიგალაშვილი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.
გასულ სეზონში, ის “ოთელოსში” გამოდიოდა, სადაც ჩატარებულ 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გრიგალაშვილს “პაფოსში” მეკარე როინ კვასხვაძე და ნახევარმცველი ლევან ხმალაძე დახვდებიან, რომლებთან ერთად “ოთელოსში” გამოდიოდა. მათ გარდა, “პაფოსს” მარცხენა მცველი გია გრიგალავაც დაემატა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გელაშაც მანდ არი 5ნი არიან
ალბათ რამე გვეშველება
პაფოსს უნდა ვუბალეშიკოთ!
ერთი ქართველი თუ ჩავიდა რამე გუნდში დაერხა ვსოო D
D გაივსებაა ქართველებით კიდე რამდენი კაცი ჩAვიდა პაფოსში? 4-5 რაც ვიცი
ვაი ჩვენი ცოდვა!