ინტერნეტპორტალ sportbox.ru-ს ინფორმაციით, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი დაუბრუნდა.
ქართველმა ფეხბურთელმა 5 ივლისს “იაკუტიასთან” ამხანაგურ მატჩში პენალტიდან გოლი გაიტანა, მაგრამ 10 ივლისს პირველ დივიზიონის პირველ ტურში სტუმრად ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიასთან” არ უთამაშია.
“სკა-ენერგია” სეზონის სტარზე ვლადივოსტოკელებთან 0:1 დამარცხდა და ალადაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყო. ხაბაროვსკელთა სასტარტოში რუსეთის მოქალაქე ფორვარდი ლაშა იმედაშვილი იმყოფებოდა, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს.