ფეხბურთი

14:22 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” კრისტენსენი ორი წლით გაანათხოვრა

ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “არისტოკრატებმა” მიუხენგლადბახის “ბორუსიაში” დანიის ეროვნული ნაკრების მცველი ანდრეას კრისტენსენი ორწლიანი იჯარის წესით გაუშვა.

ინგლისელებმა აღნიშნული ტრანსფერი მას შემდეგ განახორციელეს, რაც 19 წლის ფეხბურთელმა ლონდონელებთან ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფეხბურთელმა გასულ სეზონში “ჩელსის” 19-წლამდელთა გუნდთან ერთად უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში “შახტართან” დაპირისპირებაში 37-ე წუთზე საკუთარ კარში გოლი გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა შეხვედრა 3:2 მოიგო.

გასულ სეზონში ლონდონური კლუბის რიგებში დანიელს დებიუტი 28 ოქტომბერს ლიგის თასზე “შრიუსბერისთან” მოგებულ (2:1) შეხვედრაში ჰქონდა. კრისტენსენმა აგრეთვე მიიღო მონაწილეობა ასოციაციის თასზე “ბრედფორდთან” წაგებულ მატჩში. პრემიერლიგაში ანდრეასის დებიუტი გასული სეზონის ბოლო ტურში “სანდერლენდთან” მოგებულ (3:1) შეხვედრაში შედგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105053