არნემის “ვიტესმა”, რომელშიც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოდიან, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ამხანაგური მატჩი შოტლანდიის “დანდი იუნაიტედთან” ჩაატარა და 4:0 გაიმარჯვა.
ქართველმა ლეგიონერებმა მეორე ტაიმი ჩაატარეს და ყაზაიშვილმა მატჩში წერტილი დასვა. კერძოდ, მან შოტლანდიელების კარი 64-ე წუთზე აიღო.
გასულ სეზონში “ვიტესმა” უეფას ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა და ხსენებულ ტურნირში მე-3 ეტაპიდან ჩაერთვება.