ფეხბურთი

12:02 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარსელომ “რეალთან” გაახანგრძლივა

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა მარსელომ “სამეფო გუნდთან” კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.

სამხრეთამერიკელმა ფახბურთელმა გასული სეზონში “რეალის” რიგებში 53 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. 27 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.

მარსელო ესპანურ გრანდს “ფლუმინენსედან” 2007 წლის იანვარში შეუერთდა. მას შემდეგ მარცხენაფლანგელმა “რეალში” 320 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრების მაისურით ფეხბურთელი მოედანზე 39 მატჩი გამოჩნდა და “სელესაოს” გულშემატკივრები გოლით 4-ჯერ გაახარა.

0.109283