კალათბურთი

23:44 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპა ლუქსემბურგთან მარცხით დაიწყო

წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა. დავით უსტიაშვილის გუნდი ტურნირის პირველ დღეს, 9 ივლისს ისვენებდა და პირველი შეხვედრა დღეს ჩაატარა. ქართველების მეტოქე ლუქსემბურგი იყო, რომელთანაც ჩვენმა გუნდმა უშანსოდ - 75:98 წააგო.

ქართველებმა შეხვედრის პირველი ტაიმი 10 ქულით წააგეს, დიდი შესვენებისთვის კი უკვე ყველაფერი გარკვეული იყო - 54:31 ლუქსემბურგელთა სასარგებლოდ. უსტიაშვილის გუნდი ლუქსემბურგს 1 კვირის წინ ამხანაგურურად 2-ჯერ გაეჯიბრა და ორჯერვე მარცხი განიცადა. აღსანიშნავია, რომ ამხანაგურ მატჩებში ამხელა სხვაობა არ დაფიქსირებულა.

საქართველოს ნაკრებში 19 ქულით საუკეთესო კახა ტომარაძე იყო, 13 ქულა დააგროვა ლუკა ზაქრაძემ, ხოლო ლევან მასხულიამ 18 წუთში 10 ქულა მიითალა. ქართველები მორიგ მატჩს 11 ივლისს პორტუგალიასთან ჩაატარებენ. პორტუგალიელებმა პირველ ტურში კოსოვოს 65:50 სძლიეს.

ევროპის U20 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სეკეშფეხერვარი. უნგრეთი. 10 ივლისი

საქართველო 75:98 ლუქსემბურგი (17:27, 14:27, 21:16, 23:28)

სრული სტატისტიკა: 75:98

www.gbf.ge

0.11828