ფეხბურთი

11:07 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” დანილო წარადგინა

მადრიდის “რეალმა” 9 ივლისს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “პორტუს” ყოფილი მცველი დანილო ოფიციალურად წარადგინა. ფეხბურთელის ტრანსფერში ესპანელებმა პორტგალიელებს 31.5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გულშემატკივრების შეხვედრამდე სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა “სამეფო გუნდთან” 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დანილო ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გასულ სეზონში მცველმა 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 14-დან 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.194007