ჩოგბურთი

21:34 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უიმბლდონის მეექვსე ტიტულს შეუტევს

უიმბლდონის ნახევარფინალში მსოფლიოს პირველმა ნომერმა ამერიკელმა სერენა უილიამსმა რუსი მარია შარაპოვა 6:2, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.

სერენამ 13 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მარიას 2 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა ჰქოდნა. შარაპოვას მეტოქის ჩაწოდებაზე უშანსოდ იყო, მარიას არც ერთი ბრეიკ ბონტი აქ ჰქონია, სერენამ კი 9 შესაძლებლობიდან სამჯერ შეძლო ბრეიკის შესრულება. უმცროსმა უილიამსმა 66 გათამაშება მოიგო, შარაპოვამ – 50.

სერენა უილიამსი უიმბლდონის ფინალში 21 წლის გაბრინ მუგურუზას დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში აგნეშკა რადვანსკას 6:2, 3:6, 6:3 მოუგო. სერენა და მუგურუზა კარიერის განმავლობაში ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში ამერიკელი 2:1 იგებს. ბოლოს ჩოგბურთელები წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე შეხვდნენ ერთმანეთს, მძიმე ბრძოლაში უილიამსმა 2:6, 6:3, 6:2 იმარჯვა.

სერენა უიმბლდონის ფინალში მერვედ გავიდა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა ჩოგბურთელმა უიმბლდონი 5-ჯერ მოიგო (2002, 2003, 2009, 2010, 2012), და 2-ჯერ ფინალში დამარცხდა (2004 წელს მარია შარაპოვასთან (1:6, 4:6), (2008 წელს ვინუს უილიამსთან (5:7, 4:6). რაც შეეხება 21 წლის ესპანელ გაბრინ მუგურუზას, მან როგორც უიმბლდონის, ისე დიდი სლემის ფინალში გასვლა, პირველად მოახერხა. უილიამსი მუგურუზას შეხვედრის ჩატარება 11 ივლისს არის დაგეგმილი.

0.118033