"გენკმა" ამხანაგური მატჩი გამართა ბელგიის პირველლიგელ "გეელთან" და 4:1 იმარჯვა. თორნიკე ოქრიაშვილმა და ლუკა ზარანდიამ ბოლო ნახევარი საათი ითამაშეს, 2:1-ზე შევიდნენ მოედანზე და ვიდეომიმოხილვის მიხედვით, აქტიურებიც იყვნენ.
მესამე გოლის მომენტში ზარანდიას გარღვევა იყო გამოსარჩევი, ოქრიაშვილს კი არ გაუმართლა: თორნიკემ საჯარიმოში მოხდენილი ფინტებით მოატყუა ორი მცველი და მეკარემ ფეხიდან ააცალა ბურთი.