ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.
მე-8 რეიტინგის მქონე მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – იტალიელი მატეო ტინელი 6:3, 6:3 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში მე-2 ნომრად მიჩნეულ ბელარუს დმიტრი ჟირმონტს ეთამაშება.