ახალგაზრდა ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ოდესის “ჩერნომორეცში” გოლი მიითვალა. მან უკრაინის ქვედალიგელ “დესნასთან” ამხანაგურში (2:0) 77-ე წუთზე თავით გაიტანა.
ხოჭოლავა ქობულეთის “შუქურაში" თამაშობდა და გასულ სეზონში გუნდიე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახლდათ. მას გამოუვლია საქართველოს ასაკოვბრივი ნაკრებები და მაშინ თავდამსხმელი გახლდათ...
ხოჭოლავა “ჩერნომორეცში” ათი დღის წინ ჩავიდა. ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია და ვნახოთ. “ჩერნომორეცი”, როგორც იცით, უკრაინის პრემიერლიგის გუნდია. წინა წლებში სამეულში, ან ოთხეულში ხვდებოდა, ახლა კი ისეთი ძლიერი ვეღარაა.