კალათბურთი

16:32 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ეფესს” მანუჩარ მარკოიშვილი მოუნდა

თურქულ “ანადოლუ ეფესს”, საქართველოს ნაკრების და მოსკოვის ცსკა-ს მსროლელის მანუჩარ მარკოიშვილის გადაბაირება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მარკოიშვილი ცსკ-ში 2014 წელს გადავიდა და გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მანუს რუსულ კლუბთან ხელშეკრულებით კიდევ ერთი წელი აკავშირებს.

მანუჩარს თურქეთში აქამდეც უთამაშია, მსროლელი 2013-14 წლების სეზონში “გალათასარაის” ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111746