იტალიის ნაკრების მცველი მატეო დარმიანი ახალი სეზონიდან ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ითამაშებს. ამის შესახებ "სქაი სპორტი" იუწყება. 25 წლის მცველი "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტს 9 ივლისს გააფორმებს, რომელიც 4 წლიანი იქნება. გასამრჯელოს სახით კი იგი წელიწადში 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.
"მანჩესტერმა" დარმიანის ყოფილ კლუბ "ტორინოს" 18 მილიონი ევრო გადაურიცხა, რომლისაგან 2 მილიონი "მილანს" ერგება, სადაც ფეხბურთელი ადრე ირიცხებოდა.
დარმიანი "ტორინოში" 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და ჯამში სერია A-ში 133 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი მას აქამდე 13 შეხვედრა აქვს გამართული.