ფეხბურთი

13:57 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

იოვეტიჩი ბენტეკეს ნაცვლად

ინგლისური Metro-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ლივერპული” “მანჩესტერ სიტის” სტევან იოვეტიჩის სანაცვლოდ 16 მილიონი გირვანქას შესთავაზებს და ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება.

“მერსისაიდელების” თავკაცი ბრენდან როჯერსი გეგმავს, რომ “ასტონ ვილადან” კრისტიან ბენტეკეს ნაცვლად, ჩერნოგორიელი დაიმატოს, რადგან ბირმინგემული კლუბი გაცილებით ბევრს ითხოვს, ვიდრე მანჩესტერული. ჯერჯერობით უცნობია დასთახმდება თუ არა “სიტი” “წითლების” წინადადებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111539