ფეხბურთი

21:18 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” შესაძლოა იბრაჰიმოვიჩი იყიდოს

ესპანური Sport.es-ის ცნობით, შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა ფრანგული პსჟ დატოვოს და 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის “რეალში” გადავიდეს.

წყაროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კლუბების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წინააღმდეგი არაა შვედი ფორვარდი შეიძინოს, რომელსაც ოქტომბერში 34 წელი უსრულდება. ცოტა ხნის წინ იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა და ახლა პარიზელები ცდილობენ, ის ზაფხულის სატრანსფერი პერიოდში გაყიდონ, რათა გარკვეული თანხა მაინც აიღონ.

“რეალი” ტრანსფერში 6 მილიონ ევროს კი იხდის, მაგრამ თავად ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 12 მილიონი იქნება.

ზლატანი პსჟ-ში 2012 წელს გადავიდა და ლიგა 1-ის 91 შეხვედრაში 75 გოლი გაიტანა, 19-ჯერ კი, საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.126267