ფეხბურთი

20:27 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერმა” დარმიანის ფასი შეათანხმა

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედი” იტალიური “ტორინოს” მარჯვენა მცველს, მატეო დარმიანს შეიძენს.

კლუბებს შორის დიდი ხანია 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს და პირველ ორ შეთავაზებაზე უარის შემდეგ, ტურინელები მატეოს 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმობას დათანხმდნენ.

დარმიანი უნივერსალური მცველია და მარჯვენა ფლანგის გარდა, მარცხენა ფლანგზე და ცენტრში თამაშიც შეუძლია. “ტორინოში” ის ოთხი სეზონია თამაშობს და ამ პერიოდში 133 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე სამი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა.

მას შემდეგ, რაც მანჩესტერელებმა 24 წლის ბრაზილელი რაფაელი ტრანსფერზე დააყენეს, დარმიანის სტილის მცველის შეძენა მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.sky sport-ი რაფაელის მომავალს “გალათასარაის”, “ნაპოლის”, ან “ფიორენტინას” უკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112642